სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტორებისთვის ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი ჩაატარა.
სტაჟიორებმა სამსახურის მიერ საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ერთად დაგეგმილი პროფესიული ტრენინგები გაიარეს და შუალედური გამოცდა ჩააბარეს. პროგრამის მონაწილეებს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდათ და აუდიტორულ პრაქტიკას კიდევ ექვსი თვით გაივლიან.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან, ეფექტიანობის აუდიტთან, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან, საგადასახადო შემოსავლების აუდიტთან და კლიმატ სკანერის აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის და ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
INTOSAI IDI-ის პროექტის GSAI ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც მენტორმა, ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.