სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პირველ ივნისამდე, ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. წლიური საქმიანობის ანგარიში საჯაროა, ქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
წლიური საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების ძირითადი მიღწევები და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები, მათ შორის: სტრატეგიული მიზნების შესრულების მდგომარეობა, წლის განმავლობაში განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის ძირითადი შედეგები, საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.