სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სტრატეგია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სტრატეგიული განვითარების გეგმებს ყოველ ხუთ წელიწადში შეიმუშავებს. 

ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში, პარლამენტთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას, შიდა მმართველობითი სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.