სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 05 დეკემბერი, 2025
თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს 2022-2023 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილების კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებებს, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, აბზაცში − „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ ─ აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.