სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გენერალური აუდიტორი

გენერალური აუდიტორი წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას; თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ, აგრეთვე - წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს; ზრუნავს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარებაზე; ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

გენერალურ აუდიტორს ხუთი წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. 
 

გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობას 2025 წლის 11 ივნისიდან იკავებს. 

მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გენერალური აუდიტორის პოზიციაზე არჩევამდე მუშაობდა გენერალურ პროკურორად (2024-2025), გენერალური პროკურორის მოადგილედ (2013-2024). სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (2009-2013).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს იურისპრუდენციაში. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს პროფესიული სწავლებები სასამართლო, სამართლებრივი წესის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის კუთხით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.