სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მუნიციპალიტეტების აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორ წელიწადში ერთხელ ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელ ანგარიშებს.

ანგარიშებში ასახულია მუნიციპალიტეტების ორგანოების საქმიანობის შემაჯამებელი ინფორმაცია  შემდეგი მიმართულებებით: მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა; საჯარო რესურსების გამოყენებასა და ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე გავლენის მქონე საკანონმდებლო და სხვა აქტები;  რაციონალური ხარჯვა − სახსრების გამოყენება ეკონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით;  ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად ან/და საჯარო სექტორში ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად.