ორგანიზაცია სამსახურთან 2024 წლიდან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში თანასწორობის საკითხების შეფასება ჩატარდა. შეფასების საფუძველზე დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ბიუჯეტის შესრულების რეალური მაჩვენებლით წარმოჩენის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად.
მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტორებისთვის ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი ჩაატარა.
სტაჟიორებმა სამსახურის მიერ საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ერთად დაგეგმილი პროფესიული ტრენინგები გაიარეს და შუალედური გამოცდა ჩააბარეს. პროგრამის მონაწილეებს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდათ და აუდიტორულ პრაქტიკას კიდევ ექვსი თვით გაივლიან.