სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 30 მაისი, 2025
პროგრამის - „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021, 2020, 2019

აუდიტმა მოიცვა სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამა „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ ფარგლებში 2019-2022 წლებში განხორციელებული საქმიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ბიუჯეტირება, შესყიდვის პროცედურები, პროექტირება, ხელშეკრულების პირობების შესრულება, ექსპერტიზები.

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ)

რეკომენდაცია №1:

მგფ-მა, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დემონტირებული, ვარგისი მასალების, დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ განკარგვის გამორიცხვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობებით განსაზღვროს კონტრაქტორი კომპანიების ვალდებულება, დემონტირებული, ვარგისი მასალების აღრიცხვის და ბენეფიციარზე გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების ფონდისთვის წარდგენის შესახებ.

რეკომენდაცია №2:

მგფ-მა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის რისკის შემცირების მიზნით, განიხილოს კონტრაქტორებთან შესაბამისი აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ანგარიშსწორების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა.

რეკომენდაცია №3:

მგფ-მა, რეაბილიტაციის/მშენებლობის პროექტების კონსტრუქციული ნაწილის ან/და მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სათანადო კონტროლის მექანიზმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტის უსაფრთხოების ინტერესის დაცვის გათვალისწინებით, კანონმდებლობასა და მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით შეფასების საფუძველზე.