სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წევრობა უმაღლეს აუდიტორულ გაერთიანებებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციისა (INTOSAI) და მისი რეგიონული გაერთიანებების (EUROSAI, ASOSAI) აქტიური წევრია პროფესიული სტანდარტების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცოდნის გაზიარებისათვის. სამსახური ჩართულია აღნიშნული ორგანიზაციების კომიტეტების, სამუშაო და სამოქმედო ჯგუფების საქმიანობაში.