სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაცია ASOSAI 15 სექტემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2004 წლიდან არის ASOSAI-ის (www.asosai.org) წევრი. ASOSAI წარმოადგენს INTOSAI-ის აზიურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 47 ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს. ASOSAI-ის მიზანი არის აუდიტის სამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საჯარო აუდიტორების ტრენინგებით შესაძლებლობების განვითარება.

ASOSAI-ს უმაღლესი ორგანოა მმართველი საბჭო, რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ და ჩინეთის აუდიტის სამსახურთან არსებული სამდივნო.

სამსახური გაწევრიანებულია ASOSAI-ის გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფში (WGEA)

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ესწრება ASOSAI-ს ან მისი წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ინსტიტუციური განვითარების პროცესს.