სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია INTOSAI 19 სექტემბერი, 2022
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის INTOSAI-ს (www.intosai.org) წევრი 1992 წლიდან. INTOSAI დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საჯარო აუდიტის სფეროში აწესებს აუდიტორულ სტანდარტებს და მხარს უჭერს ეროვნულ დონეზე კარგი მმართველობის განვითარებას. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 201 წევრი ქვეყანა შვიდი რეგიონული ჯგუფიდან (AFROSAI, ARABOSAI, ASOSAI, CAROSAI, EUROSAI, OLACEFS, PASAI). გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო კონგრესი INCOSAI, რომელიც იკრიბება სამ წელიწადში ერთხელ. 
  • სამსახური გაწევრიანებულია INTOSAI-ის ცხრა მიზნობრივ ქვეკომიტეტსა და სამუშაო ჯგუფში:
    • პროფესიული სტანდარტების კომიტეტი
    • შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტი
    • ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტი
    • შიდა სტანდარტების კონტროლის ქვეკომიტეტი
    • სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფი
    • IT აუდიტის სამუშაო ჯგუფი
    • გარემოს დაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი
    • საჯარო პოლიტიკისა და პროგრამების შეფასების სამუშაო ჯგუფი
    • დიდი მონაცემების სამუშაო ჯგუფი
  • აუდიტის სამსახური ასევე თანამშრომლობს INTOSAI-ის განვითარების ინიციატივასთან (IDI) და აქტიურადაა ჩართული მის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. 
  • სამსახური თანამშრომლობს INTOSAI-ის დონორებთან თანამშრომლობის (INTOSAI - Donor Cooperation) სტრატეგიულ პარტნიორობასთან დონორული დახმარების შესაძლებლობების მოსაძიებლად.