სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დასვენება და კულტურა 17 დეკემბერი, 2014
სსიპ „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“
პერიოდი: 2014, 2013, 2012, 2011

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის 2011-2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის  აუდიტი, ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ და პირობითი მოსაზრება კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

ფინანსური ანგარიშგების შესახებ პირობითი მოსაზრების საფუძველშიგამოვლინდა, რომ 2011 წლის 31 დეკემბრის, 2012 წლის 31 დეკემბრის და 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, ფორმა N2, ფორმა N3, ფორმა N4 და ფორმა N5, კერძოდ:

ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 32 ერთეული 500.56 ლარის პირველადი ღირებულების გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის დანაკლისი  და 58 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის ზედმეტობა, აქედან 34 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივი, ანსამბლის ინფორმაციით არ წარმოადგენს მის საკუთრებას და ისინი დროებით იმყოფება მათ სარგებლობაში. შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის  გარეშე ანსამბლის შენობაში განთავსებისას, აღნიშნული ნივთები უკვე იყო ოთახებში განთავსებული, ხოლო მათი გადმოცემის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ გაფორმებულა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები უცნობი იყო, შესაბამისად ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში ღირებულებების გარეშე;

2012-2013 წლებში ანსამბლის მმართველის  07.02.2012 წლის №2/1, 25.07.2012 წლის   №2/7, 21.08.2013 წლის №3/32 და № 3/31  ბრძანებებით ანსამბლი საგასტროლოდ იმყოფებოდა: იტალიის ქალაქებში რომსა და რეჯიო კალაბრიაში; ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში; საბერძნეთის ქალაქ ათენში. ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში მივლინების დადგენილი სადღეღამისო ნორმა ძირითადად სრულად ანაზღაურებული იქნა მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელზე, ხოლოს ანსამბლის დანარჩენ წევრებზე ანაზღაურება განხორციელდა შემცირებული ოდენობით. კერძოდ, იტალიაში მივლინებისას ანსამბლის წევრებზე შემცირებული (ნაკლები) ოდენობით გაიცა ჯამში - 9 245.48 ლარი;  ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში მივლინებისას ანსამბლის წევრებზე შემცირებული (ნაკლები) ოდენობით გაიცა ჯამში - 40 970.94 ლარი; საბერძნეთის ქალაქ ათენში მივლინებისას ანსამბლის წევრებზე შემცირებული (ნაკლები) ოდენობით გაიცა ჯამში -     26 511.17 ლარი. ამრიგად, 2012-2013 წლებში ანსამბლის წევრებზე შემცირებული (ნაკლები) ოდენობით ანაზღაურდა 76 727.59 ლარი.

ხელფასების დარიცხვის შემოწმებით, გამოვლინდა რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგთან მიმართებაში, 2011 და 2013 წლებში ანსამბლის ხელმძღვანელის ბრძანებებით არასწორად იყო განსაზღვრული და ბუღალტრულად დარიცხული  ხელფასები. კერძოდ, ანსამბლის წევრებზე ორ შემთხვევაში ზედმეტად ანაზღაურებული იქნა 780 ლარი, ხოლო ერთ შემთხვევაში ნაკლები ოდენობით გაიცა 300 ლარი.

პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი გარემოებების გარდა, ყურადღება გამახვილდა შემდეგზე:

ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებისა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი.  კერძოდ, გრძელვადიან მცირეფასიან ინვენტარზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები;

აუდიტის პერიოდში ექსპლუატაციაში გაცემული იყო მარაგები პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების (გასავლის ზედდებულები ან ჩამოწერის ან შესრულებული სამუშაოს აქტები  ან სხვა) გაფორმების  გარეშე. ასევე კომპიუტერის ნაწილების შეძენასა და შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტის გარდა არა იყო წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა კონკრეტულად, რომელ კომპიუტერს ჩაუტარდა რემონტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტიურად ვერ დასტურდებოდა 2011 წელს 456 ლარის ღირებულების და 2012 წელს 400 ლარის ღირებულების მარაგების და კომპიუტერის შეკეთებაზე გაწეული ხარჯების  მიზანშეწონილობა და სისრულე;

2011-2013 წლების აუდიტის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებმაც გავლენა ოქონია  კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, კერძოდ:

ანსამბლი ფაქტობრივად განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა ქ. თბილისში რუსთაველის გამზირი N37-ში და დაკავებული ჰქონდა  236 მ2-მდეფართი (5 ოთახი და 2 დარბაზი). თუმცა მოცემული ფართი  ანსამბლის ბალანსზე არ  ირიცხებოდა. როგორც გაირკვა, ანსამბლს განთავსების (ქონების გადმოცემის) თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი არ გააჩნდა;

2013 წლის ბოლოს ანსამბლში არ  ჩატარებულა სავალდებულო ინვენტარიზაცია;

ანსამბლის მიერ არ იყო დადგენილი და ნაწარმოები სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და არ გამოიყენება სპეციალური ტექნიკური საშუალება) და კონტროლი, ასევე არ იყო ნაწარმოები სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი;

2013 წლის წლიური ბალანსი არ იყო შემოწმებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსაგან დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;

აღსანიშნავია, რომ რიგი ნაკლოვანებებისა და კანონშეუსაბამობისა (ანსამბლის ფართზე უკანონოდ განთავსება/სარგებლობა), რომლებიც წარმოდგენილია აღნიშნულ პარაგრაფში, გამოვლენილი (წარდგენილი) იყო ანსამბლისათვის წინა პერიოდის აუდიტისას (შემოწმებისას), თუმცა ანსამბლმა ვერ უზრუნველყო მათი აღმოფხვრა.

პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი გარემოებების გარდა, ყურადღება გამახვილდა შემდეგზე:

2011-2013 წლებში ანსამბლის წევრებთან (მოცეკვავეები, მომღერლები და სხვა) გაფორმებული ხელშეკრულებების 4.2 მუხლით გათვალისწინებული იყო ტესტირებების ან ატესტაციების ჩატარება ანსამბლში დასაქმებულთათვის,  რაც აუდიტის პერიოდში არ ჩატარებულა.