სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარემოს დაცვა 25 დეკემბერი, 2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე თანდართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, აბზაცში - „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

იხილეთ სარეკომენდაციო წერილი