სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.
ჩვენი აზრით, პირობითი მოსაზრების საფუძვლების აბზაცში აღწერილი საკითხების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის გარდა, წარმოდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად ასახავს სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით