სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2023 წლის კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ანგარიშის ფინანსური აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში − საგადასახადო შემოსავლების შესაბამის მუხლს და მასთან დაკავშირებულ განმარტებით შენიშვნებს, მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.
ჩვენი აზრით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2023 წლის კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ანგარიში, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.