სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 17 აგვისტო, 2015
შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2013 წლის 1 იანვარი - 2013 წლის 31 დეკემბერი
პერიოდი: 2013, 2014

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ 2013 და 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:

  1. არ არის დაცული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამკურნალო დიეტების, ერთ ავადმყოფზე დღეში დადგენილი პროდუქტების საშუალო მოხმარებისა და სტაციონალური მკურნალობის საწოლდღის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ნორმები. ნორმებთან შედარებით გახარჯული საკვები პროდუქტების რაოდენობა, მათი მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს;
  2. ცენტრის მიერ ქონების გადასახადით არ არის დაბეგრილი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები;
  3. ერთობლივი შემოსავლიდან არასწორადაა გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი აქტივები, რის გამოც 2013 წლის გამოქვითვები შესამცირებელია 3500 ლარით;
  4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 და 108-ე მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად (უიმედო ვალად აღიარების კრიტერიუმები), ცენტრის 2014 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 221 553 ლარით;
  5. მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტებით, ვერ დადგინდა აღნიშნული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა. ამასთან, საბუღალტრო მონაცემებში პროდუქციის მიღების აღრიცხვა არ ხდება ხელშეკრულებების შესაბამისად, რის გამოც მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება 2013 წელს გაფორმებული 302 993 ლარის ღირებულების 16 ხელშეკრულების და 2014 წელს გაფორმებული 746 268 ლარის ღირებულების, 12 ხელშეკრულების შესრულების კანონიერებასთან დაკავშირებით.
  6. ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის განხორციელების მიზნებისათვის ბაზრის გამოკვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტური სახის მტკიცებულება;;

დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა აუდიტის ანგარიში და გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.