სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 14 თებერვალი, 2025
სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

რეკომენდაცია N1:

სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის პროცესში სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს: 
•    დაწესებულებების შერჩევას რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით; 
•    მოქმედი მაღალ რისკიანი სამედიცინო დაწესებულებების სათანადოდ მოცვას.

რეკომენდაცია N2:

ჯანდაცვის სფეროში დასახული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოქალაქეებისათვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს:  
•    შემოწმების ისეთი ინსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შეფასებას საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის კომპონენტების საფუძველზე;  
•    მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლის პროცესში განსახორციელებელი პროცედურების დეტალიზაციას, თანმიმდევრულობას, ერთგვაროვან მიდგომასა და დროულობას; 
•    სამედიცინო დაწესებულებების შეფასების საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინფორმირებულობას სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და სერვისების ხარისხის შესახებ.

სააგენტოს

რეკომენდაცია N3:

სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების პროცესის ეფექტიანობისა და მოცვის გაზრდის მიზნით: 
•    შეფასდეს როგორც არსებული მექანიზმების ეფექტიანობა, ასევე განისაზღვროს ადამიანური რესურსის ოპტიმალური რაოდენობა, რომელთა საშუალებით მიიღწევა დასახული მიზნები; 
•     შემუშავდეს და დაინერგოს პროფესიული განვითარების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს შემოწმების პროცესში ჩართული ადამიანური რესურსების უწყვეტ განვითარებას.

რეკომენდაცა N4:

სააგენტოს მიერ დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც სარეცენზიო მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი კატეგორიის საკითხებზე პრიორიტეტულ რეაგირებას.

რეკომენდაცა N5:

სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის გაწეული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს:
•    მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების პრიორიტეტიზაციასა და კლასიფიკაციას; 
•    მნიშვნელოვანი კატეგორიის განცხადებებზე დროულ და პრიორიტეტულ რეაგირებას.

სამინისტროსა და სააგენტოს

რეკომენდაცა N6:

სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით: 
•    შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, შემუშავდეს და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახლადრეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი საქმიანობების შესახებ ინფორმაციის პერმანენტულ რეჟიმში მიღებას; 
•    განისაზღვროს პრიორიტეტები არსებული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობებიდან და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის დაწყებამდე დაწესებულების ადგილზე შემოწმებასა და შემდგომ კონტროლს.