სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქარელის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 13% და 12% დააკლდა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის ხარვეზები - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში ერთი მილიონი ლარის პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი ინფრასტრუქტურა - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 23.3 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
ქონების მართვა
ქონების მართვის არასწორი მენეჯმენტი და მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის ხელშეკრულებებით სათანადოდ არ არის დაცული ქონების მესაკუთრის ინტერესები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარით გაცემული ქონების სათანადო ადმინისტრირება და ვერ მიიღო 27.0 ათასი ლარის კუთვნილი შემოსავალი.