სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, შეფასებულია წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.
ამავდროულად, დასკვნაში განხილულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინა წლების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულებისას არსებული ტენდენციები და მნიშვნელოვანი საკითხები და აქედან გამომდინარე შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
დასკვნაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.
აფხაზეთის ა/რ
14 ივნისი, 2019
დასკვნა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე