სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ 30 მაისი, 2023
დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ა/რ-ის კანონპროექტზე „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დასკვნა წარუდგინა.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მომზადებულ დასკვნაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. მასში გაანალიზებულია რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების პრინციპებს, ხოლო ყველა არსებითი დაშვება არის თუ არა ადეკვატურად განმარტებული თანდართულ მასალებში.