სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ 14 ივნისი, 2023
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გადაიგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგების შესახებ“.

წარდგენილ ინფორმაციაში ასახულია 2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგები. კერძოდ, წარმოდგენილია და გაანალიზებულია სისტემური ხასიათის ხარვეზები, მათი გამომწვევი მიზეზები და იმ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, რაც აისახა ჩატარებული აუდიტების ანგარიშებსა და დასკვნებში, როგორც ერთიანი კონსოლიდირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების დონეზე, ისე ცალკეული მხარჯავი დაწესებულების მიერ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვა-გამოყენებისას.