საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს
რეკომენდაცია N1:
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებლის ზრდის მიზნით დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები, როგორც მოსახლეობის, ასევე სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული სეგმენტისა და რისკ-ჯგუფებისათვის; ამასთანავე, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში გათვალისწინებული იქნას ვაქცინის სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფა.
რეკომენდაცია N2:
გადამდები დაავადებების შესახებ ქვეყნის დონეზე ზუსტი და სრული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაინერგოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი, როგორც აგრეგირებული, ისე ინდივიდუალური შემთხვევების შესახებ მონაცემების ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი და გაუმჯობესდეს დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა.
რეკომენდაცია N3:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკმარისი და კვალიფიციური ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად, შეფასდეს არსებული მდგომარეობა და შემუშავდეს, დაინერგოს და ზედამხედველობა გაეწიოს არსებულ საჭიროებებზე მორგებულ ადამიანური რესურსის განვითარების გეგმას, რომელიც შესაძლებელს გახდის გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ გამოწვევებს ინფექციების მართვის მიმართულებით.
