სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ 30 მაისი, 2023
მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე

აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს „აფხაზეთის ა/რ-ის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარუდგინა.

მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მნიშვნელოვანი საკითხები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.