სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 06 დეკემბერი, 2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტი
პერიოდი: 2017, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებსა და მიღებული შედეგის შესაბამისობას მოსახლეობის საჭიროებებთან. კერძოდ, მუნიციპალიტეტი სამუშაოების დაგეგმვისას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ეტაპზე, ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლს მიმწოდებლისგან სრულყოფილად მომზადებული პროექტის ჩაბარების მიზნით. არაჯეროვნად მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კი იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებსა და შეფერხებებს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში
  • მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხასიათდება მნიშვნელოვანი დაზიანებებით. სამუშაოების შესყიდვის პროცესში მერიას არ ჰქონდა დანერგილი ეფექტიანი კონტროლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი სამუშაოების ჩაბარებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად
  • მერიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების არასწორი დისკვალიფიკაციისა და მათ მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის შედეგად,მუნიციპალიტეტმა გასწი აარაეკონომიური ხარჯი
  • მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე
  • მუნიციპალიტეტის მერმა და ა(ა)იპ − საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ხელმძღვანელობამ საქმიანობა წარმართეს არაჯეროვნად; დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპზე ვერ უზრუნველყვეს სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მიიღეს არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მერის და ასევე კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ქმედებითა და უმოქმედობით დიდი ოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს
  • დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში გაზრდილია საშტატო რიცხოვნობა. კერძოდ, ზოგიერთი მოსამსახურე ფუნქციურად დატვირთული არ არის.შესაბამისად,მერიამ ვერ დაასაბუთა მათი დაქირავების საჭიროება
  • მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებზე გაცემული დახმარებების ფარგლებში,კრიტერიუმების არარსებობა ხელს უწყობს მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს. მერიას არ აქვს სათანადო კონტროლი დაწესებული უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარებების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პროგრამა ხასიათდება მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით და ძირითად შემთხვევაში ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს
  • მერიამ, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე
  • მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება
  • მერიამ, ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სათანადოდ ვერ დაიცვა მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი დარჩენილი სხვადასხვა პირების მიერ მუნიციპალიტეტის ქონების არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები
  • მუნიციპალიტეტმა, შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებული სუსტი კონტროლის შედეგად,სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი
  • მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით
  • შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს სისტემაზე ორიენტირებული მიდგომა და ვერ განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად ფუნქციონირებს ცალკეული სისტემა/პროცესი. შესაძლებელია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს გამოვლენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე დარჩეს სისტემური დარღვევა ნაკლოვანებები. ამდენად, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას

რეკომენდაცია №1. ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე, ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

რეკომენდაცია №2. მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები,რათა უზრუნველყოს პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის სრული შესაბამისობა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან. მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაგეგმოს და განახორციელოს იმგვარად, რომ დროულად მიეწოდოს მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები. ასევე დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებულისი სტემები და ნაცვლად ტექნიკური წყლისა,მოსახლეობას მიაწოდოს სასმელად ვარგისი წყალი. მუნიციპალიტეტმა წყლის ტარიფი დააწესოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. 

რეკომენდაცია №3.მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი,სადაც დეტალურადიქ ნება გაწერილი,მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. 

რეკომენდაცია №4. მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შესყიდვისპროცესისგამჭვირვალობისმიზნით,დაიცვასსამართლიანიდაერთგვაროვანი მიდგომაპრეტენდენტებისმიმართ;ყურადღებაგაამახვილოსდასათანადოდშეისწავლოს დაბალი ფასის პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამოდ, არასწორი მიზეზით გამოწვეული დისკვალიფიკაცია პრეტენდენტების მიმართ; აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესში სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობას. მუნიციპალიტეტის მერიამ გამოავლინოს აღნიშნული შესყიდვების განმახორციელებელი პირები, რომელთაც  ევალებოდათ შესყიდვის პროცედურების სწორად წარმართვა და არაეკონომიური ხარჯვის თავიდან აცილება და მათ მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები. 

რეკომენდაცია №5. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, სასურველია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას.აგრეთვე არ დაუშვას საწვავის დამტკიცებულ ლიმიტს ზევით ხარჯვა.

რეკომენდაცია №6. მუნიციპალიტეტმა(შესაბამისმაპასუხისმგებელმაპირებმა)შესყიდვის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ თავიდან აიცილოს ტენდერებში ინტერესთა კონფლიქტის პირობების დარღვევის ფაქტები. მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის შესყიდვის დაგეგმვისას, მუნიციპალიტეტმა სავარაუდო ღირებულება  განსაზღვროს საბაზრო ფასების გათვალისწინებით. ანგარიშსწორების პროცესში გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასები. პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან ერთად დაადგინოს ყველა ერთეულის საბაზრო ფასი და შესაბამისად მოახდინოს ანაზღაურება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით. მერიამ, მიზანშეწონილია შეიმუშაოს და დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის წარმართვას ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რათა მაქსიმალურად აირიდოს თავიდან საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვა.

რეკომენდაცია №7. მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ განიხილოს ა(ა)იპ − საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ მიერ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა, იმსჯელოს ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. მერიამ ასევე შეისწავლოს კლუბის პირველადი დოკუმენტაციის შენახვისა და დაცულობის საკითხი, გამოავლინოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვისაც ევალებოდა დოკუმენტაციის სათანადოდ შენახვა.

რეკომენდაცია №8. მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. სუბსიდიის გაცემისას დეტალურად განსაზღვროს კონკრეტული საქმიანობა, რომლის შესრულებაც ევალება ა(ა)იპ-ებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს დასაქმებული პირების სრული ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №9. მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ, ხარჯვის რაციონალური და ეკონომიური პრინციპების დაცვით, უზრუნველყოს სოციალური დახმარების ეფექტიანი პროგრამების შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. პროგრამების შემუშავებისას მკაფიოდ უნდა მოხდეს ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს სოციალური დახმარების საჭიროების მიხედვით განაწილებას და მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტური მიდგომების რისკს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მერიამ აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი და დააწესოს სათანადო კონტროლის მექანიზმები გაცემული დახმარებების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია №10. მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს გახდის საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს.

რეკომენდაცია №11. მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები არ აანაზღაუროს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №12. მუნიციპალიტეტის მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში კომპეტენტური პირების დასაქმებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №13. მერიამ, მომსახურების შესყიდვისას, საჭიროა დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები და განახორციელოს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესახებ. რეგულარულად აწარმოოს შესყიდული მომსახურების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო ღონისძიებები, არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული მომსახურების გამართულ მიწოდებასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების გამართულ ფუნქციონირებას. ასევე მუნიციპალიტეტმა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ უხარისხო მომსახურების გამოვლენა და მასზე რეაგირება.

რეკომენდაცია №14. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა შეიმუშაონ სტრატეგია საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, განკარგვისა და სათანადო კონტროლის მექანიზმების დაწესების შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილებისა ან/და დროულად გამოვლენის მიზნით. მიზანშეწონილია, თვითმმართველმა ერთეულმა აღნიშნული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით, რაც ხელს შეუწყობს, შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, ადგილობრივ ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას. მერიამ გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ მუნიციპალიტეტის ქონების დაცვა და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №15. მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს სტრატეგია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის სრულად მობილიზებისთვის; მოიძიოს და შექმნას მონაცემთა სრულყოფილი ბაზა მოსაკრებლის გადამხდელების შესახებ; გაატაროს კანონით დადგენილი ყველა შესაძლო ღონისძიება მოსაკრებლის ამოღებისათვის. 2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 9 აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას.

რეკომენდაცია №16. მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვის პროცედურები წარმართოს ისე, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მიწოდების ვადები გაზარდოს მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ასევე, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები და უზრუნველყოს გასაცემი ავანსის თანხის გაანგარიშება სახელშეკრულებო პირობების სრული დაცვით.

რეკომენდაცია №17. მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან. განსაზღვროს ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები, კონტროლზე აიყვანოს და უზრუნველყოს ინვენტარიზაციის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად. ასევე გამოავლინოს ინვენტარიზაციის ხარვეზებით განხორციელების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ.

რეკომენდაცია №18. მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ჩამოყალიბება, რომელიც მოახდენს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №19. მუნიციპალიტეტის მერიამ, სამუშაოების შესყიდვისას, დანერგოს/განახორციელოს კონტროლის და მონიტორინგის პროცედურები, რომელიც საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს ან დროულად გამოავლინოს ინტერესთა შეუთავსებლობა სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისას გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღების რისკი.

რეკომენდაცია №20. მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევა- ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის; გონივრულ ვადაში ასევე წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება და არ გაატარეს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები აუდიტის წინა ანგარიშში ასახული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.