სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ 29 დეკემბერი, 2022
დასკვნა „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ა/რ-ში ნოე ქაშიბაძემ „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარადგინა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ მომზადებულ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით გადამუშავდა. დასკვნაში მოსაზრებები გამოთქმულია რამდენიმე საკითხზე, მათ შორის: ასიგნებების ეფექტიანი განაწილება; შემოსავლების მობილიზება „სხვა შემოსავლების“ კომპონენტში; თავისუფალი სახსრების (ნაშთი) სრულად გაწერა ბიუჯეტში; პროგრამული ბიუჯეტირების ხარვეზები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში  წარმოდგენილი საკითხებისა, „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი სათანადოდ არის მომზადებული და შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.