სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 07 მარტი, 2025
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალში ცვლილებების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ განმარტებით შენიშვნებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, წარმოდგენილი დასკვნის − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“− აბზაცში აღწერილი საკითხ(ებ)ის გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.