სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 10 იანვარი, 2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტი
პერიოდი: 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს3 მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას. 

იხილეთ სარეკომენდაციო წერილი