ოჯახში ძალადობა
სამსახურმა ჩაატარა USAID-ის მთავრობათაშორისი ურთიერთობების პროგრამის (G2G) 2019 – 2022 ფარგლებში სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებული „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტი, რომლის მიზანია მოსაზრების გამოხატვა იმის შესახებ, რომ ანგარიშვალდებულების დოკუმენტი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით (იხ. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებული „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ აუდიტის ანგარიში);
მცენარეთა დაცვა
2022 წლიდან მიმდინარეობს USAID-ის მთავრობათაშორისი ურთიერთობების პროგრამის (G2G) 2019 – 2022 ფარგლებში სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ ფინანსური აუდიტი, რომლის მიზანია მოსაზრება გამოხატოს, წარდგენილია თუ არა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარჯების ანგარიშგება“ ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით საერთაშორისოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და უცხოური ორგანიზაციებისთვის შექმნილი USAID-ის ფინანსური აუდიტის გაიდლაინების (ADS 591) შესაბამისად.
ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა
2021 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის“ ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მონაწილეობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროექტში ჩართული იყო მენტორის რანგში როგორც რეგიონში წამყვანი აუდიტორული ინსტიტუცია (იხ. ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა - აუდიტის ანგარიში);
წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (პრევენციის, მზადყოფნა)
2020 წელს EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, სამსახურმა ჩაატარა „წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენცია, მზადყოფნის)“ ეფექტიანობის აუდიტი, რაც მნიშვნელოვანია წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სამართავად და ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციისათვის (იხ. წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში);
ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფა
2020 წელს სამსახურმა გამოაქვეყნა „ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფის“ ეფექტიანობის აუდიტი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ქვეყანაში მოქმედი ანტიკორუფციული ჩარჩო. აუდიტი ჩატარდა INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ INTOSAI-ის წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციები (იხ. ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში);
მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნა
2019 წელს, 50-ზე მეტ სხვა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან ერთად, სამსახურმა ჩაატარა „მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნის“ ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში შეფასდა ქვეყნის მზადყოფნა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში (იხ. მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მზადყოფნის აუდიტის ანგარიში).
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
2018 წელს სამსახურმა 15 ქვეყნისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ჩართულობით ჩაატარა „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის“ ერთობლივი ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც დაადგინა ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და რამდენად შეესაბამებოდა მათი ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას (იხ. ერთობლივი აუდიტის ანგარიში ჰაერის ხარისხის შესახებ).