სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 15 სექტემბერი, 2009
მოხსენება საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

წინამდებარე მოხსენებაში მოცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვის" ანალიზის და აუდიტის შედეგები, მისი შეფასება და რეკომენდაციები გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების თაობაზე; მოხსენება ასევე მოიცავს ინფორმაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის შესწავლის შედეგების შესახებ.