სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ორმხრივი ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან

ნიდერლანდები

ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოსთან (Netherlands Court of Audit) ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, 2018 წელს გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილისა და ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოს პრეზიდენტის არნო ვისერის (Arno Visser) ორმხრივი შეხვედრის შედეგად, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტს − აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, აუდიტის სამსახურში შეიქმნა სამსახურის ხარისხის კონტროლის მიმომხილველთა ჯგუფი და მომდევნო წელს აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ჰააგაში.

ბელგია

ბელგიის აუდიტის სასამართლოში (Belgian Court of Audit) 2018 წელს გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ვიზიტის ფარგლებში ფილიპე როლანდთან (Philippe Roland) ორმხრივი შეხვედრისა და გაფორმებული მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა  ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში 2019 წელს ბელგიის აუდიტის სამსახურმა მიიწვია აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სტაჟირების პროგრამაზე, რაც EUROSAI-ს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში წარიმართება.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტის სამსახურთან (UK National Audit Office) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია საჯარო აუდიტის სფეროში ექსპერტული ცოდნის ურთიერთგაცვლა. კერძოდ, 2018 წელს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლებმა ჰელენ ჯექსონმა და ალან ბენქსმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში აუდიტორებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის პროცესში ბრიტანული გამოცდილება გაუზიარეს. დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტის სამსახურთან სხვადასხვა მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) 2016 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, GAO დაეხმარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს IT აუდიტის მიმართულების განვითარებაში. ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გადიან ოთხთვიანი საერთაშორისო აუდიტორული პროფესიული მომზადების პროგრამას. 2020 წელს GAO-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გენერალური აუდიტორების მარალი რანგის ორმხრივი შეხვედრით დაიწყო ეფექტიანობის აუდიტის ახალი პროექტი.

გერმანია

გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასა (Bundesrechnungshof) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. გერმანელი კოლეგები უზრუნველყოფდნენ სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკურ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით:

  • გარე საფინანსო კონტროლის სამართლებრივი ჩარჩოების გაუმჯობესება და  უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებთან (ISSAI) შესაბამისობაში მოყვანა
  • ეფექტიანობისა და ფინანსური აუდიტების გაძლიერება
  • სამსახურის წლიური ანგრიშების დახვეწა
  • სტრატეგიულ და წლიურ დაგეგმვა
  • სამსახურის რეორგანიზაცია და აუდიტის მართვის პროგრამის (AMS-ის) კონფიგურაცია

ლატვია

ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან  (State Audit Office of Latvia) 2010 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგებისა და სემინარების გამართვას, კონფერენციების, სტაჟირებებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შემუშავებას. ლატვიის აუდიტის სამსახური მიერ მრავალწლიანი მხარდაჭერის ფარგლებში სამსახურში დაიხვეწა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტები. გამართულ იქნა ტრენინგ სემინარები შემდეგ თემებზე: ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, აუდიტის დაგეგმვის სტრატეგიები, მაღალი რისკის შემცველი სფეროებისადმი აუდიტის მიდგომა.

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლატვიის აუდიტის სამსახური 2015 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მხარდაჭერას გარე აუდიტის როლის გაზრდასთან დაკავშირებით ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებების პირობების შესაბამისად. მის ფარგლებში 2015 წლიდან განხორციელდა ტრენინგ-სემინარები შემდეგ მიმართულებებით სხვადასვხა მიმართულებებით, მათ შორის:

  • ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის გაუმჯობესება - უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო სტანდარტების (lSSAI) დამტკიცება
  • ეფექტიანობისა და შესაბამისოსბის აუდიტის მეთოდოლოგიის  გაუმჯობესება - უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო სტანდარტების (lSSAI) დამტკიცება, პრაქტიკა და პერსპექტივები. სემინარები და სპეციფიური აქტიოვობები იმპლემენტირებულ იქნა INTOSAl-ის წევრი ორგანიზაციებთან ერთად, შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურთან პარტნიორობით
  • 2018 წელს გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილსა და ლატვიის გენერალურ აუდიტორს, ელიტა კრუმინასთან (Elita Krūmiņa) გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ აუდიტის სამსახური ჩაერთო EUROSAI-ს კომუნიკაციის სტრატეგიის განახლების სამუშაო ჯგუფში

ლიეტუვა

ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული აუდიტის სამსახურთან (National Audit Office of Lithuania) 2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღმრავების მიზნით  ორ უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ლიეტუვას ეროვნულმა აუდიტის სამსახურმა ქართველ კოლეგებს გაუწია ექსპერტული დახმარება.

პოლონეთი

პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურთან (Supreme Audit Office of Poland) 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სემინარებს, კონფერენციების, სტაჟირებებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შემუშავებას. პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის კვალდაკავლ. მისი პრეზიდენტის კრზისტოფ კვიატკოვსკის ინიციატივით, 2015 წელს. საქართველოს, მოლდოვის, პოლონეთისა და უკრაინის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილ იქნა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მრავალმხრივი დეკლარაცია.

ფინეთი

ფინეთის ეროვნული აუდიტის სამსახურთან (National Audit Office of Finland) 2019 წელს პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და ფინეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ორი ქვეყნის გენერალური აუდიტორების მიერ ქ. ჰელსინკიში ხელმოწერილი მემორანდუმი აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ნორვეგია

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისყიდა და დანერგა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ლიცენზიები (MK Insight) მართვის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებით სამსახურის საქმიანობის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად.

უკრაინა

უკრაინის საანგარიშო პალატასთან (Accounting Chamber of Ukraine) 2018 წელს უკრაინის საანგარიშო პალატის თავმჯდომარის ვალერი პატსკანის (Valerii Patskan) ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და  პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უკრაინის საანგარიშო პალატის თანამშრომლებმა 2019 წელს  სტაჟირება გაიარეს აუდიტის სამსახურში აუდიტის მეთოდოლოგიების პრაქტიკის გაცნობის მიზნით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საანგარიშო პალატასთან (Chamber of Accounts of the Republic of Azerbaijan) 2019 წელს გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის ქ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის (Chamber of Accounts) თავმჯდომარეს ვუგარ გულმამმადოვთან (Vugar Gulmammadov) ორმხრივი შეხვედრის შემდგომ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო გარე აუდიტის (კონტროლი) მეთოდოლოგიისა და სტანდარტიზაციის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას, პარალელური აუდიტების ჩატარებას, ექსპერტული და ანალიტიკური აქტივობებისა და საერთო კვლევითი პროექტების განხორციელებას.

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთის რესპუბლიკის აუდიტის პალატასთან (Chamber of Audit of the Republic of Armenia) 2018 წელს საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით ), სომხეთის აუდიტის პალატის (Chamebr of Audit) თავმჯდომარის ლევონ იოლიანის (Levon Yolyan) მონაწილეობით  წარმომადგენლობითი ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიის საკითხებში ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების მოწყობას, გამოცდილების გაზიარებას პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხებში და ინსტიტუციურ გაძლიერებას.

ისრაელი

ისრაელში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების  EUROSAI-ASOSAI-ს ერთობლივი  კონფერენციის ფარგლებში,  საქართველოს გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილისა და გენერალური აუდიტორის მოადგილის ეკატერინე ღაზაძის ისრაელში ვიზიტის დროს, ხელმძღვანელობის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ისრაელის სახელმწიფო  კონტროლიორთან  ჯოზეფ ჩეიმ შაპირასთან  (Joseph Chaim Shapira) და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორი ქვეყნის აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის  გამოცდილებებისა და პრაქტიკების  გაზიარებას გულისხმობს. 

კორეა

2016 წელს კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭოში (Board of Audit and Inspection of Korea) გამართული ორმხირივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახვს სამსახურის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართლობის გაუმჯობესებაში. მემორანდუმის ფარგლებში კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭო მნიშვენლოვანი მხარდაჭერა გაუწია სამსახურს ვებ პლატფორმა ბიუჯეტის მონიტორის განვითარებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია საჯარო ფინანსების საკითხებთან დაკავშირებით. მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიოფ აუდიტის სამსახურის საქმიანობის გაცნობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.