სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტს და საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს.
გენერალური აუდიტორის მოადგილე ბაკურ აბულაძე

ბაკურ აბულაძე
გენერალური აუდიტორის მოადგილე
გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა 2024 წლის 18 ნოემბერს.
მანამდე მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ (2020-2024), სადაც კურირებას უწევდა კორუფციის, ფულის გათეთრების, ტრანსნაციონალური და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებს.
პროკურატურაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სამსახურებს: გენერალური ინსპექციის უფროსი (2015-2019); შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი (2014-2015); აჭარის ა/რ-ის პროკურორის მოადგილე (2013-2014); თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილე (2013); მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორი (2013); თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი (2012-2013); გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი (2006-2012); გენერალური პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი (2006).
2005 წელს წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს იურისპრუდენციაში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.