სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა, კულტურის, სპორტის და სოციალური დაცვის საკითხები. 

დეპარტამენის კომპეტენციაში შედის ჯანდაცვის სფეროს ადმინისტრაციული და მმართველობითი ხარჯების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯები. ასევე ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების აუდიტი.  

დეპარტამენტი ამოწმებს განათლების, კულტურის და სპორტის  სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯებს, ამ სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.  
გარდა ამისა, დეპარამენტი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ სოციალური დაცვის პროგრამებზე გამოყოფილი სახსრების აუდიტს.

დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; იკვლევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
 

მარიამ ზაალიშვილი

მარიამ ზაალიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

მარიამ ზაალიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსად 2023 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2019-2023 წწ). სხვადასხვა დროს მუშაობდა აუდიტორ-სტაჟიორად, აუდიტორად, უფროს და წამყვან აუდიტორად (2011-2019).

იგი ჩართულია ორგანიზაციაში მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში (აშშ-ის და ევროპის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ უწყებებთან თანამშრომლობის პროექტები). სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტებს (World Bank, USAID). ჩართული იყო უმაღლესი აუდიტორული უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI IDI) მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში, ეფექტიანობის აუდიტის ქოუჩის როლით (2022 წ). არის საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო სახელმძღვანელოს ერთ ერთი ავტორი. გამოქვეყნებული აქვს პროფესიული სტატიები უმაღლესი აუდიტორული უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციის ჟურნალში.

მიღებული აქვს აშშ-ის და საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის სერტიფიცირება (American University Washington College of Law; 2021 წ). ვაშინგტონში, აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციაში (GAO) გავლილი აქვს ოთხთვიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა როგორც აუდიტორული ასევე მენეჯერული მიმართულებით (2019 წ). ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (MBA) (გერმანია, ზაარლანდის უნივერსიტეტი; 2011 წ) ამავე მიმართულებით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში (2009 წ).

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.