სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა, კულტურის, სპორტის და სოციალური დაცვის საკითხები. 

დეპარტამენის კომპეტენციაში შედის ჯანდაცვის სფეროს ადმინისტრაციული და მმართველობითი ხარჯების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯები. ასევე ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების აუდიტი.  

დეპარტამენტი ამოწმებს განათლების, კულტურის და სპორტის  სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯებს, ამ სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.  
გარდა ამისა, დეპარამენტი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ სოციალური დაცვის პროგრამებზე გამოყოფილი სახსრების აუდიტს.

დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; იკვლევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
 

ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე

დეპარტამენტის უფროსი

ზაზა შეყილაძეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარ კონტროლიორის თანამდებობა ეკავა. 

2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. 

ზაზა შეყილაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 1994 -19996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა.

1991-1994 წლებში ზაზა შეყილაძეს ყვარლის რაიონის გამგეობაში ხელმძღვანელი თანამდებობები (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) ეკავა, 1988-1991 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

1980-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე, 1985-1988 წლებში კი, მაკროეკონომიკის მიმართულებით დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.