დეპარტამენტის საქმიანობის სფერო მოიცავს ეკონომიკის ყველა მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურას, რეგიონულ განვითარებას, საავტომობილო გზების მშენებლობას, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, მეწარმეობის განვითარებას, გარემოს დაცვას, სახელმწიფო ქონების მართვასა და ტურიზმს.
გარდა სახელმწიფო უწყებებისა, დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა ფარავს 50 პროცენტით და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სახელმწიფო საწარმოებს.
დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; იკვლევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.