სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე, მის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ან მის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე.

დეპარტამენტი  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ. 
გარდა ამისა, დეპარტამენტი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებებს მიმდინარე წლისა და გასული წლის ბიუჯეტების შესრულების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშების შესახებ.  
 
 

ნოე ქაშიბაძე

ნოე ქაშიბაძე

დეპარტამენტის უფროსი

ნოე ქაშიბაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 1993 წლიდან მუშაობს. 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ა/რ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე, 2010-2013 წლებში ასრულებდა აფხაზეთის ა/რ-ში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობას. 

2008–2009 წლებში ეკავა უფროსი კონტროლიორისა და მთავარი აუდიტორის თანამდებობები საქართველოს კონტროლის პალატაში, 1993–2008 წლებში კი, ის აფხაზეთის ა/რ-ში კონტროლის პალატაში, მთავარ ინსპექტორად და კონტროლიორად მუშაობდა. 

ნოე ქაშიბაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მას საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში 2001 წელს მიენიჭა. მანამდე, 1991 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის სპეციალობით წარჩინებით დაასრულა. 

2007-2010 წლებში, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში გავლილი აქვს ACCA-ის სრული კურსი. მიღებული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.