დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა.
დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია გენერალური აუდიტორის წინაშე.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ამოცანებს შემდეგი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს:
- შიდა აუდიტის სამსახური - ახორციელებს მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის სისტემების/პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას; შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში, სამსახური ატარებს სისტემურ, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსურ და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტებს.
- ორგანიზაციული რისკების ანალიზის სამსახური - გამოავლენს და შეისწავლის სამსახურებრივი გადაცდომის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებს და ახორციელებს მათ პრევენციაზე მიმართული ღონისძიებებს.