დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა ფარავს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს.
გარდა ამისა, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის უმთავრესი ფინანსური და საგარეო პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების - ფინანსთა სამინისტროს, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური დაწესებულებებისა და სხვა უწყებების აუდიტს.
დეპარტამენტი ამზადებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშებს. შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ასევე, მონიტორინგს უწევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.