დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეიმუშავებს და აღასრულებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, მართავს სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურას, ნერგავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას, მუშაობს სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციაზე, კომპიუტერიზაციასა და ოპტიმიზაციაზე.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტი

გიორგი გაჩეჩილაძე
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გუნდს 2014 წელს შეუერთდა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების დეპარტამენტს ის 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს. 2016-2018 წლებში, მას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2016 წლებში კი, ადმინისტრაციის უფროსი იყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, გიორგი გაჩეჩილაძე შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. 2010-2014 წლებში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს, მათ შორის, საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს, აუდიტის საქმისწარმოების სამმართველოს და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი, შემოსავლების სამსახურის აპარატში საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. 2007-2010 წლებში, საგადასახადო ინსპექტორად მუშაობდა.
გიორგი გაჩეჩილაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი.
მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.