სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტის აუდიტორული საქმიანობა მოიცავს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, პოლიციის, იუსტიციის, სასამართლოების, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობას. 

დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოების, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების აუდიტს.

დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების, დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. დეპარტამენტი ასევე უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
 

ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე

დეპარტამენტის უფროსი

ზაზა შეყილაძე თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას 2025 წლის აგვისტოდან ასრულებს.

მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა მთავარი კონტროლიორის (კონტროლის პალატა, 2002-2008 წ.წ.), სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობებს.

2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მას მიღებული აქვს ბაკალავრის  ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1985 წ.), ასევე მაგისტრის ხარისხი მაკროეკონომიკის მიმართულებით (1988 წ).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.