სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე 20 სექტემბერი, 2017

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასწავლო პროგრამა:

  • ფინანსური აუდიტი (ტრენერები - თორნიკე შერმადინი, ვახტანგ კეჟერაძე);
  • შესაბამისობის აუდიტი (ტრენერები - ვახტანგ კეჟერაძე, ზურაბ მაისურაძე);
  • ეფექტიანობის აუდიტი (ტრენერები - ირაკლი წიწილაშვილი, გიორგი კაპანაძე);
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული   აღრიცხვა  და  ფინანსური ანგარიშგება (ტრენერი - ზურაბ თოლორდავა);
  • საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ (ტრენერი - ივანე შავდათუაშვილი).

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 25 სექტემბერი - 26 დეკემბერი, 2017  წელი
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 300 ლარი).

დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ  22 სექტემბრის  ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 19 დეკემბრამდე  დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • შესაბამისი განცხადება;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი. სასწავლო კურსის წარმატებით გავლისათვის საჭიროა 4 შუალედურ ტესტირებიდან თითოეულში ქულების არანაკლებ 30%-ის, ხოლო ჯამურად ოთხივე შუალედურ ტესტირებაში არანაკლებ 50% -ის დაგროვება. 

სასერტიფიკაციო გამოცდის, რომელიც შედგება 100 ტესტისგან, წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების არანაკლებ 65%-ის მიღება.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

საბუთების მიღების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

pai@sao.ge

იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო.  დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე)