სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, აფასებს ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგებს.
მოხსენებაში მიმოხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.