სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე, აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობების და გადასახდელების საფუძვლიანობას და კანონიერებას.
ამავე დროს, მიმოიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს და მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.