სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ა/რ 22 მაისი, 2020
მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, აფასებს ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოხსენებაში მიმოხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები, ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე და გაცემულია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.