სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თავდაცვა 05 მარტი, 2021
თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების (ერთად „ჯგუფის“) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე თანდართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

დასკვნის - „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ აბზაცში აღწერილი საკითხ(ებ)ის მნიშვნელობის გამო, თავდაცვის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

იხ. სარეკომენდაციო წერილი