სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 24 თებერვალი, 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების (ერთად - „ჯგუფის“) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლის აბზაცში აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.