აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის ფინანსური აუდიტი, რომლის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- სამინისტროს სახაზინო კოდში შემავალი იურიდიული პირების მიერ, რიგ შემთხვევებში, ღონისძიების ქვეპროგრამით და ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამოდ, გაწეულია 561.1 ათასი ლარი ლარის ხარჯი.
- სამინისტროს სახაზინო კოდში შემავალი იურიდიული პირების მიერ ექვს ერთეულ ფინანსურ ანგარიშგებაში, სულ აქტივების ნაწილში არ არის ასახული 1 070.2 ათასი ლარის ღირებულების აქტივები.
- სამინისტროს სახაზინო კოდში შემავალი იურიდიული პირების მიერ სამ შემთხვევაში, კერძოდ საცნობარო მუხლში არასწორად არის ასახული 54 242 ლარის ღირებულების აქტივები.
- ბათუმის ილია ჭავჭავძის სახელობის დრამატული თეატრის მიერ უვარგისობის მოტივით, შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისის შექმნისა და ქონების განადგურების დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, ბალანსიდან ჩამოწერილი და განადგურებულია 76 082 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები,
- სსიპ-ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ „აჭარის ხელოვნების მუზეუმის“ მიერ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ჯამში გაწეულია 213.5 ათასი ლარის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
- ა(ა)იპ ,,ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლისა და ა(ა)იპ ,,ქ.ბათუმის სასპორტო სკოლა“ის მიერ არ არის განხორციელებული 515.1 ათასი ლარის ღირებულების აქტივების ინვენტარიზაცია.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და შემდგომი პრევენციის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.