სახელმწიფო აუდიტის სამსახური

28 ოქტომბერი, 2016
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტების ქონების მართვა

თვითმმართველი ერთეულის ქონება თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური საფუძველია და უზუნველყოფს თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას მის მფლობელობაში არსებული ქონებების შესახებ, დაინტერესებული მხარისათვის მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია არსებული ქონებების შესახებ. მათ შორის ისეთი საკითხები, არის თუ არა მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ან დაკავებული თვითნებურად მესამე პირების მიერ.

საერთო სურათის შესაქმენლად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, აჭარის რეგიონში, აუდიტისათვის შერჩეული იქნა ყველაზე  დიდი მუნიციპალიტეტი ქალაქი ბათუმი და შედარებით პატარა მუნიციპალიტეტი, მაღალმთიანი აჭარიდან - ქედის მუნიციპალიტეტი, სადაც განხორციელდა ეფექტიანობის აუდიტი თემაზე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში,  ბათუმისა და ქედის მუნიციპალიტეტების ქონების მართვა’’, აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია პრობლემები და ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში ქონების მართვას:

  • მუნიციპალიტეტების მიერ ქონების აღრიცხვის საკითხი ნაკლოვანებებით წარიმართება, არ ფლობენ სრულად ინფორმაციას და მათ მიერ გამოტოვებული ინფორმაციები საკმაოდ მოცულობითია, შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს მათი ეფექტიანი და პროდუქტიული განკარგვის მიზნებისათვის
  • მუნიციპალიტეტების მონაცემთა ბაზები და რესგისტრირებული ქონებები საჭიროებს განახლებებს, ხშირ შემთხვევაში ქონებები საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ პორტალის მიხედვით არ იძებნება, შესაბამისად, რიგი საკადასტრო ერთეულების შესაბამისი ამონაწერები საჭიროებს განახლებას და ძველი ინფორმაციის ჩანაცვლებას ახლით.
  • ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, მერიის საკუთრებაშია ქონებები, რომელთა გამოყენება ხდება გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ შესაბამისი ანაზღაურების გარეშე/უსასყიდლოდ, რაც ქონების თვითნებურად  გამოყენებაზე მიუთითებს. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ქონებები მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს რეალურ პრობლემას, გარკვეულ ნაწილში მუნიციპალიტეტი ვერ იყენებს საკუთრების უფლებას სრულად, რაც შესაძლებელია დამაბრკოლებელ ფაქტორად განვიხილოთ ქონების ეფექტიანი მართვის მიზნებისათვის. 

გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ხელშს შეუწყობს რეგიონში ქონების მართვის გაუმჯობესების პროცესს.