„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართა შეხვედრები.
2016 წლის 8 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართა ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებთან, სადაც განხილეს:
- საჩხერის მუნიციპალიტეტის (2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი),
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი 01.01.2010-01.01.2013),
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (2010-2012 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელებული პროექტების შესაბამისობის აუდიტი),
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის (2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობისა და 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტები),
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი),
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის (საფინანსო-სამეურნო საქმიანობის შესაბამისობისა და 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტები)
აუდიტებისას გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც უზრუნველყოფს (იხ. დაგეგმილი საჯარო შეხვედრების კალენდარი).
იხ. პრეზენტაცია
