სახელმწიფო აუდიტის სამსახური

USAID-ის პროგრამის -„დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ - წარმომადგენლების სემინარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 11 ნოემბერი, 2015

დღეს, 11 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა სემინარი „მუნიციპალიტეტებთან საპილოტე შეხვედრების ძირითადი ასპექტების“ შესახებ. სემინარის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის კომუნიკაციის გაუმჯობესება და მიზნობრივი შეხვედრების გამართვა დაინტერესებული მხარეებთან.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტებისთვის კომუნიკაციის ძირითადი სამიზნე აუდიტორია, მათთან საპილოტე შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი. სემინარის შედეგად სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან საპილოტე შეხვედრაზე განსახილველი საკითხების ნუსხა და ჩამოაყალიბა შეხვედრების დღის წესრიგი. ასევე, სემინარის მსვლელობისას მოწვეულმა ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება კომუნიკაციის არხებისა და მეთოდების ეფექტიანი გამოყენების შესახებ.

საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი კომუნიკაციის ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და ამ მიმართულებით მომავალშიც გეგმავს შესაძლებლობების განვითარებას.