G3 პროექტის მიზანი იყო საქართველოში საჯაარო მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა. პროექტი მიზნად ისახავდა სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას და აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის შედეგები:
- გაძლიერდა თანამშრომლობა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან.
- ამერიკელი ექსპერტების ხელშეწყობით მომზადდა სამსახურის სტრატეგიის პროექტი.
- შემუშავდა სამსახურის სტრატეგიული გეგმის 2013-2016 წლების სამოქმედო გეგმა.
- შეიქმნა ორგანიზაციის საქმიანობის წლიური მონიტორინგისა და ანგარიშის წარმოების სისტემა.
- GAO-ს ექსპერტებთან კონსულტაციით მომზადდა საერთაშორისო აუდიტორული სასწავლო სტაჟირების პროგრამის ანალოგი სასწავლო ტრენინგ მოდულები.
- GAO-ს ექსპერტებმა სამსახურის წარმომადგენლებისათვის ჩაატარეს ტრენინგ კურსები.